03:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 15:40:42, 2151 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი დავით გარეჯზე - წლების განმავლობაში ჩვენი მხარე ვერ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო

ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხარეების შეთანხმებით უნდა მოხდეს. 

ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, კომისია, რომელიც საზღვრის დემარკაციის საკითხხე იმუშავებს სანდო პირებით უნდა დაკომპლექტდეს. 

"მე გასაგებად ვთქვი, რომ აგრესია არ უნდა გვქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. უნდა ცივილიზებულად გავარკვიოთ საზღვრის საკითხი. ჩემი აზრი მასეა. კომისია სულ იყო, 28 წლის განმავლობაში იყო, მაგრამ, ალბათ, ისეთი ხალხი უნდა იყოს კომისიაში, ნდობა ჰქონდეთ ხალხის. ჩვენი მხარე ვერ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. არ არის ეს ამ ხელისუფლების პრობლემა, ყველა ხელისუფლებას პრობლემა ჰქონდა მაგასთან. მთავარია, უნდა ვნახოთ კომისიაში ჩვენთვის სანდო ხალხი იყოს. მე, მაგალითად, ყველას არ ვენდობი, ალბათ, გამოჩნდება. ვიტყვი, თუ ისეთი ადამიანები შევიდნენ, ვისი სანდოობაც არ შეიძლება, სხვისთვის შეიძლება სანდო იყოს, მაგრამ მე მაქვს მყარი მოსაზრებები, რატომ არ შეიძლება ზოგიერთის იქ ყოფნა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics