|
2015-06-26 16:36:44, 1295 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობის სააგენტოზე განხორციელებულ ჰაკერულ შეტევაში მთავარი ეჭვმიტანილი ჩინეთია
აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლაპერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის სააგენტოზე (რომელიც მილიონობით ამერიკელის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ინახავს) მოწყობილ თავდასხმაში ჩინეთი მთავარი ეჭვმიტანილია. კლაპერი ყველაზე მაღალი რანკის ჩინოვნიკია იმ პირთა შორის, ვინც მსგავსი ბრალდება ჩინეთს წაუყენა. „ჩინეთი მთავარ ეჭვმიტანილად რჩება, თუმცა აშშ-ის მთავრობა აგრძელებს გამოძიებას.“ - განაცხადა ჯეიმს კლაპერმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე. ჩინეთი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს, პერსონალური მენეჯმენტის სააგენტოზე მოწყობილი ჰაკერული თავდასხმის შედეგად გაკეთდა განცხადება, რომ დაახლოებით 4 მილიონი დასაქმებული ადამიანის პერსონალური ინფორმაცია კომპრომიზირებული იყო. ანალოგიური თავდასხმა აღნიშნულ სააგენტოზე 2014 წელსაც განხორციელდა და ეჭვმიტანილად მაშინაც ჩინეთი დასახელდა, თუმცა ბრალდების დამტკიცება ვერ მოხერხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)