21:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 16:55:51, 1120 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიების ფრენის განრიგი დაამტკიცა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 590 რეისი შესრულდება.

სააგენტოს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში შესრულებული რეისების საშუალო რაოდენობა 540-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეგულარული ფრენების რაოდენობა მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საშუალოდ 9%-ით იზრდება. ავიარეისები 2 ქართული და 39 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება (3 სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით).

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (TBS IATA summer season 2019) განხორციელდება 52 მიმართულებით, ესენია: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ანკარა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუქარესტი, დამამი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, ვორონეჟი, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, კრასნოდარი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, ნურ-სულთანი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პერმი, პრაღა, ჟუკოვსკი, რიგა, რიადი, როსტოვი, სამარა, სალონიკი, სანქტ-პეტერბურგი, სოჭი, სტამბული, ურუმჩი, უფა, ყაზანი, შარმ ელ შეიხი, შარჟა, ჯედა, ჰერაკლიონი და ჰურგადა.

http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (KUT IATA summer season 2019) განხორციელდება 28 მიმართულებით, ესენია: ათენი, ბაზელი, ბარი, ბარსელონა, ბერლინი, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ეინდჰოვენი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი, მემინგენი, მილანი, მოსკოვი, პარიზი, პრაღა, რიგა, რომი, სალონიკი და ტალინი.

http://www.gcaa.ge/geo/kutaisi.php

 ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (BUS IATA summer season 2019) განხორციელდება 14 მიმართულებით, ესენია: ბაქო, დუბაი, ეკატერინბურგი, თელ-ავივი, კიევი, მინსკი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, პერმი, რიადი, როსტოვი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული და ყაზანი.

http://www.gcaa.ge/geo/batumiout.php

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს (TBS cargo, IATA summer season 2019) განახორციელებენ Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისიდან - თურქმენბაში) და სტამბული (თბილისიდან - იზმირი).

http://www.gcaa.ge/geo/cargofly.php

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics