|
2019-05-01 11:23:40, 1209 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: როცა ვსაუბრობ, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, რუსეთს არ ველაპარაკები, ეს გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვისაა
ჟენევის ფორმატის შეცვლაზე გზავნილით რუსეთს არ ველაპარაკები, ეს არის გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება პარტნიორებს ჰქონდეთ განცდა, რომ საქართველო არსებულ მდგომარეობას შევეგუა. „როცა ვსაუბრობ იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი უნდა დაუბრუნდეს თავის პირველად ფორმატს, ის იყო ბევრად მაღალი ფორმატი იგივე შემადგენლობით. რუსეთს არ ველაპარაკები ამ შემთხვევაში. ეს არის უფრო გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართულებით, რადგან არ შეიძლება პარტნიორებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენ შევეგუეთ იმ მდგომარეობას, რომ ჟენევის ფორმატი თამაშობს რაღაც ფორმალურ როლს, რომ დროდადრო იკრიბება, იქ რაღაც ტექნიკური საკითხები იხილება და ამით მთავრდება. უნდა იგრძნოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა, რომ ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი. ეს არის გზავნილი. ეს არა მხოლოდ ჟენევის ფორმატს ეხება, არამედ ორმხრივ ფორმატებსაც. თუ თვლი თავს, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უნდა დააყენო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყოველივე ორმხრივ ფორმატში, როცა რუსეთთან გაქვს საუბარი, რომ გაუხსენო რუსეთს ის, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს, რომ ეს არის დარღვევა საერთაშორისო პრინციპების. რეალურად, ამას როცა სთხოვ, უკვე მესამე შემთხვევაა, როცა საქართველოს პარტნიორები რუსეთთან ურთიერთობაში ახსენებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ან უნდა დავავიწყოთ, ამაში არის საქმე. რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ამით ვითარებას ვერ შევცვლით ოკუპირებულ ტერიტორიებში, მაგრამ დავიწყების უფლება არა გვაქვს და არ უნდა დავავიწყებინოთ ჩვენს მეგობრებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა გააგრძელოს ის რაც დაიწყო [საფრანგეთის] პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრის დროს -- რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე საუბარი? პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ასევე მივიწყებული თემა იყოს, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე საუბარი. „ამას ვამბობ, რომ არ შეიძლება ეს იყოს მივიწყებული თემა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ვერ ვახდენთ გავლენას. დღეს რომ ვერ ვახდენთ, არ ნიშნავს, რომ ხვალ ვერ მოვახდენთ. ჩვენ თუ არ გვჯერა ჩვენი თავის, ჩვენი მომავალი საშუალებების, მაშინ ყველაფერი ფუჭია. უნდა ვიყოთ ჩვენ თვითონ დარწმუნებულები იმისთვის, რომ სხვები დავარწმუნოთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)