|
2019-04-26 13:12:10, 2759 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა
უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ახალმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამგზავრებამდე გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. „თურქეთში მივემგზავრები. ბავშვები მიმყავს ყოველწლიურ ფესტივალზე. 2 დღეში დავბრუნდები. ოთხი თვის განმავლობაში ეს ჩემი პირველი შვებულებაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ნორმალურ დასვენებას“, - წერს ვლადიმერ ზელენსკი. ცნობისთვის, უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა და მსახიობმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელიც 21 აპრილს გაიმართა. მეორე ტურში ერთმანეთს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ ზელენსკი დაუპირისპიდნენ. უკრაინული ცესკო-ს ცნობით, არჩევნებში ზელენსკიმ ხმების 73% მოიპოვა, ხოლო პოროშენკომ 24%.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)