|
2019-04-25 17:01:24, 1198 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით გადაადგილებისას ტურისტი დაშავდა
ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარში ტურისტთა ელექტრომობილით დაზიანების ფაქტები გახშირებულია. რამდენიმე დღის წინ ორი უცხოელი ტურისტის დაშავების შემდეგ, დღეს კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალ ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 წლის ტურისტი ქალბატონი ელექტრომობილით სეირნობისას კიბეზე დაგორდა და დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონი ჭრილობის ზედაპირული დამუშავებისათვის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ელექტრომობილით 3 ადამიანია დაზიანებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ელექტრომობილით დაზიანების 51 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბულვარის ტერიტორიაზე, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესი 1 მაისიდან ამოქმედდება. ბულვარის ინიციატივას საკრებულომ მხარი დაუჭირა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)