|
2019-04-25 13:30:40, 1525 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატებისა და NGO-ების შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. აღნიშნულ შეხვედრაზე იუსტიციის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის საკითხზე მსჯელობენ, რომელსაც პარლამენტების წევრების გარდა, სახალხო დამცველის წარმოადგენლები და არასამთავრობო სექტორი ესწრებიან. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, შეხვედრას ესწრებოდა, რათა მოესმინა სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის და არა იურუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მოსხენებისთვის. „აქ მოვედი, არა იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებულია, აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა ამ ცუდ კანონპროექტს მოსამართლეების არჩევის შესახებ და არა ამ დემაგოგიის მოსასმენად, მოვედი იმიტომ, რომ ვიცოდი ეს შეხვედრა იმართებოდა სამოქალაქო სექტორის ინიციატივით. ახლა იმის მოსმენა, რომ როგორი საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს მათ და რომ უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია და შეუძლებელია ამის მოსმენა. არ მინდა, ამისთვის დავხარჯო დრო. როცა ყველა გაკრიტიკებს, გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და მოსწონს მხოლოდ ჩინჩალაძის ჯგუფს, მე ამის მოსასმენად არ მოვსულვარ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)