|
2019-04-24 18:13:38, 1264 ნახვა
რეგიონი
მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე მოსაცდელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს დაბაში ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ჩანჩხალოს და ნენიის ხიდებთან, ზამლეთში და ფურტიოს გადასახვევთან მოსაცდელების რეაბილიტაციას შპს ,, ლადა“ აწარმოებს. ფრიდონ ფუტკარაძემ რამდენიმე პროექტზე შენიშვნები გამოთქვა და შესაბამის სამსახურებს დაავალა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დროულად იქნას არსებული ხარვეზების გამოსწორება. ,,ნებისმიერ სამშენებლო პროცესს პირადად გავუწევ კონტროლს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესი იყოს მაქსიმალურად ხარისხზე ორიენტირებული და დასრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში“, - აღნიშნა შუახევის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)