|
2019-04-24 11:50:02, 2913 ნახვა
მსოფლიო
შრი-ლანკაში ტერაქტების საქმეზე 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტების სერიის საქმეზე 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა 100 პირს გადააცილოს. ამასთან, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აფეთქებებში სულ 9 თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა, საიდანაც 8 მათგანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაში 21 აპრილს ტერაქტების სერია მოხდა. კერძოდ სხვადასხვა უბნებში 8 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 359 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი, დაშავდა. მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერ ნაკლებად ცნობილმა დაჯგუფება "ეროვნულმა ერთობამ" აიღო, თუმცა პასუხსიმგებლობა ISIS-მ აიღო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)