18:36 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 10:01:17, 1111 ნახვა

საზოგადოება
წიგნის ჩუქების აქცია შუახევში

23 აპრილი-წიგნის საერთაშორისო დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ. ეს ყველაფერი 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში დაიწყო.

2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება. "აჩუქე წიგნი" - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ანაგრამამ“ წამოიწყო და რომელიც 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს.

ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა, იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება თუ წიგნების ჩუქების ტრადიცია სწორედ ამ დღეს დამკვიდრდება. #აჩუქეწიგნი - გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა შუახევის მუნიციპალიტეტი.

აქციის ფარგლებში შუახევის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მოაწყეს ქუჩაში მსვლელობა, სიმბოლურად დაუსვეს კითხვები წარმოება - დაწესებულების თანამშრომლებს, მოქალაქეებს და სწორი პასუხის შემთხვევაში აჩუქეს წიგნები. ლიტერატურა, წიგნი, მისი განხილვა ადამიანებს კიდევ უფრო აახლოვებს ერთმანეთთან, ამიტომ ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის კიდევ ერთ საინტერესო და სახალისო დღესასწაულად იქცა, წიგნების ჩუქება კი სასიამოვნო ჟესტად. აქციის #აჩუქეწიგნი ორგანიზატორები იყვნენ ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics