22:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 17:21:08, 1318 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

დღეს, შუახევის მერიას, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიასა და აიპ ,,შშმ პირთა უფლებებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამაში შუახევის მუნიციპალიტეტის ჩართულობას გულისხმობს.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონიძიებები.

 დისტანციური სწავლება ხორციელდება დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის მიერ საქართველოს მასშტაბით. მსმენელები გახლავთ შშმ პირები და არამხოლოდ.

პროექტში ჩართულია ადგილობრივი ექსპერტები - პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისი, არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ პირთა უფლებებისთვის დამფუძნებელი, დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი თამაზ მჟავანაძე, აგრეთვე ჩართულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესორები მარეკ სამპერმანსი- ბელგიის სამეფო კარის იურისტი, ლიუვენის უნივერსიტეტის პროფესორი. ჯეფრი სილვერმანი კენტუკის უნივერსიტეტის მაგისტრი ექსპერტი დისტანციურ საკითხებში.

 პროექტი ამ ეტაპზე საპილოტეა. აკადემია ახორციელებს როგორც ზოგად კურსებს რომლის მოსმენა ნებისმიერ პირს შეუძლია, ასევე სხვა პროგრამებს მომზადება გადამზადების კუთხით.

დისტანციური სწავლება უფასოა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics