17:47 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 16:49:28, 1177 ნახვა

საზოგადოება
30-მდე ღვინის ქარხანამ პირველი ქართული მშრალი საფუარი უკვე გამოსცადა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ მეღვინეებთან შეხვედრაზე ღვინის პირველი ქართული მშრალი საფუვრის სამეურნეო-ტექნიკურ მახასიათებლებზე პრეზენტაცია გამართეს.

მეცნიერების მიერ შექმნილი საფუარი პრემიუმ ხარისხისაა და ის საქართველოში მოქმედმა 30-მდე ღვინის ქარხანამ უკვე გამოსცადა.  შეხვედრაზე აღნიშნული საფუვრით დაყენებული ღვინოების დეგუსტაციაც მოეწყო.

„საქართველოში მევენახება-მეღვინეობა წარმატებით ვითარდება. ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს, მნიშვნელოვანია ქართული კულტურული საფუარის არსებობა. ქართულ მშრალ საფუარზე მუშაობა წლების განმავლობაში, საქართველოსა და გერმანიაში მიმდინარეობდა, მისი პირველი საცდელი რაოდენობა 2017 წელს მივიღეთ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ღვინის დასაყენებლად ევროპის ქვეყნებიდან, ძირითადად კი, საფრანგეთიდან შემოტანილ საფუარს იყენებენ. საფუარი ღვინის ხარისხის და მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ამიტომ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართული საფუარი ქართული ღვინის უნიკალურობას გამოკვეთს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics