13:24 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 10:53:50, 1272 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ღამის მარათონში ჩაერთო

ბათუმში ღამის მარათონი გაიმართა. ასპარეზობაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1 200-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. გარბენში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. თავმჯდომარემ სპორტსმენებს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

"ბათუმი, როგორც ევროპის სპორტის ქალაქი, დღეს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. საერთაშორისო ღამის მარათონი 'Great Batumi Night Race" ჩვენს ქალაქში უკვე მეორედ იმართება. ასპარეზობაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1200 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ბათუმში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში მზად იყოს მასშტაბური და საინტერესო სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიებამ სტარტი ბათუმის ბულვარიდან აიღო და ოთხი ტიპის გარბენს მოიცავს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქველმოქმედოა და მონაწილეებისგან შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდს „ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს" მოხმარდება.https://www.youtube.com/watch?v=jDJsW53t630&fbclid=IwAR1VAgf51nHSdGMZlMolLMI_iz3PVsPxECuqV8zlIQfJDKUNLrEjcv3LG9k

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics