|
2019-04-18 17:20:11, 10661 ნახვა
კულტურა
ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ
ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში და მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ქართველმა კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის 2019 წლის 14 აპრილის საერთო კრებაზე მიიღეს. განცხადებაში ავტორები ასევე ეხმაურებიან საქართველოში, საავტორო უფლებების სფეროში შექმნილ ახალ ორგანიზაციას და მის საქმიანობას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ. განცხადებას 200-ზე მეტი ავტორი და შემსრულებელი აწერს ხელს. განცხადება გარდა რუსეთისა, ასევე გაეგზავნა ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) წარმოადგენს ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციას საქართველოში, რომელსაც კანონის შესაბამისად გააჩნია ჩვენი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მხოლოდ GCA ახორციელებს ჩვენი რეპერტუარის მართვას და ჰონორარის შეგროვება-განაწილებას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რუსეთის ჩათვლით. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ა/წლის მარტში შეიქმნა „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ (GERA), რომელიც პრეტენზიას აცხადებს იყოს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. GERA-ს მცდელობა წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, რადგან კანონი არ ითვალისწინებს GCA-ს კონკურენტი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას საქართველოში და შესაბამისად ყველანაირი კავშირი GERA-თან არის არალეგიტიმური. ეს საეჭვო ორგანიზაცია აქტიურად ეწევა ასოციაციის დისკრედიტაციას და ავრცელებს დეზინფორამციას. მათ შორის იმას, რომ RAO-ს შეწყვეტილი აქვს ხელშეკრულება GCA-თან, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს, რადგან, როგორც ასოციაციისგან გვეცნობა, ხელშეკრულების გაწყვეტა დაკავშირებულია შესაბამის იურიდიულ პროცედურებთან, რაც არ განხორციელებულა. გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ GCA-ს და თქვენს ორგანიზაციებს (RAO, VOIS) შორის ხელშეკრულებების შეწყვეტით დაირღვევა ჩვენი საავტორო უფლებები, რადგან, საქართველოში სხვა კოლექტიური ორგანიზაციის არ არსებობის გამო, ჩვენი უფლებების განხორციელება შეუძლებელი გახდება რუსეთის ტერიტორიაზე, რაც იქნება დისკრიმინაციული ჩვენს მიმართ. იგივე მოხდება რუსი ავტორების შემთხვევაშიც, რადგან GCA-ს გარდა ვერავინ შეძლებს შეაგროვოს მათი ჰონორარი საქართველოს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, მოგიწოდებთ შეასრულოთ GCA-ს და თქვენს შორის არსებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)