|
2019-04-18 13:10:36, 3191 ნახვა
მსოფლიო
ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირება ესპანეთში მოხდება
ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირება ესპანეთში მოხდება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტარიელ ონიანმა რუსეთის ციხე 9 აპრილს დატოვა, თუმცა სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააგავეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ესპანეთში მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება ონიანის ესპანური მხარის გადაცემა. ცნობისთვის, ესპანეთმა ტარიელლ ონიანზე ძებნა 2006 წლის მაისში გამოაცხადა. საქმე უკანონოდ მოპოვებულ თანხებს ეხება. მაშინ ესპანელმა სამარტალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში 28 ადამიანი დააკავეს, თუმცა ონიანმა ციხეს თავი აარიდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო საქმე რომელზეც ონიანი სასჯელს იხდიდა, ქართველი ბიზნესმენის გატაცებას ეხებოდა. გამოძიების თანახმად, 2009 წელს მოსკოვში ონიანმა თანამზრახველებთან ერთად ქართველი ბიზნესმენი ჯონი მინაძე გაიტაცა და 3 დღის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ჰყავდა დამწყვდეული. კრიმინალური ავტორიტეტი ბიზნესმენის ახლობლებისგან 500 ათას დოლარს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ მინაძე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ონიანის დაკავება მოხდა. ტარილ ონიანი, იგივე ტარო ქალაქ ტყიბულში 1952 წელს დაიბადა. პირველი სასჯელი ონიანმა 17 წლის ასაკში მოიხადა, რის შემდეგაც ის კრიმინალური ავტორიტეტი გახდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)