04:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 12:29:33, 1489 ნახვა

პოლიტიკა
„უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მოსამართლეების გამოცდების გაუქმებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გაითვალისწინა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილება პოლიტ-საბჭოს შეხვედრის დასრულების ჟურნალისტებს გააცნო.

 მისი განცხადებით, ისინი კომისიის სამართლებრივ ნაწილს თითქმის სრულად ითვალისწინებენ.

„იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ, მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს და კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. პრაქტიკულად, ეს რეკომენდაცია სრულად შესრულდება.

რაც შეეხება გამოცდის თემას, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გვეუბნებოდა, რომ დავბრუნებოდით ამ საკითხს და კიდევ ერთხელ გვემსჯელა. ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებაც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

არჩილ თალაკვაძემ ასევე,  ისაუბრა ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციაზეც, რომელიც, ამ ეტაპზე ,  მოსამართლეების მხოლოდ ნაწილის დანიშვნას გულისხმობდა. მისი თქმით, რეკომენდაცია იყო პარკამენტს კონსულტაცია გაევლო სასამართლო ხელისუფლებასთან უზენაეს სასამართლიში დასამტკიცებელი მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად გააკეთებენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics