18:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 12:12:35, 592 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი სვანეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯონ მაკკისიკი ჭუბერსა და ხაიშში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნენ დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მოკვლეული და შესწავლილი იქნა 34 დევნილი ოჯახი.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება და საოჯახო ინვენტარი გადასცა.
„შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ სვანეთში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის სირთულეს წარმოადგენს სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ზუგდიდის ოფისში მისვლა. 
მინისტრის გადაწყვეტილებით, სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე ჩავლენ და დევნილ ოჯახებს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, განაცხადებს შეავსებინებენ.

გარდა ამისა, სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს დევნილებს, რომლებსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ“,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics