15:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 12:21:54, 1545 ნახვა

საზოგადოება
თბილისის „მეტროპოლიტენის“ ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტირება მიმდინარეობს.

„მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა,  მეტროს აშენების შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. გამოყოფილია 15 მილიონი აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ, რათა მოხდეს ამ სამუშაოების განხორციელება. 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებელი და ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი დამონტაჟდება. ეს საშუალებას მოგვცემს, ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, აგრეგატები ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics