09:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 13:57:30, 1872 ნახვა

კომენტარი
დავით მესხიშვილი: ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენი მხარდაჭერა ექნება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარადგინა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარე, დავით მესხიშვილი სამინისტროს ღონისძიებებს მნიშვნელოვან ცვლილებებად აფასებს და მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისა და ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. 

,,რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს ჩვენი მხარდაჭერა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. დღეს მნიშვნელოვანია  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა -  საგზაო მოძრაობის სფერო მუდმივად ვითარდება მსოფლიოში და აღარ არის ისე რომ საპატრულო პოლიცია არ უნდა დასდევდეს ყველა დამრღვევს ქუჩაში. ერთი მხრივ ჩვენ, მძღოლები უნდა ვახერხებდეთ წესების დაცვას და ამისთვის საჭიროა განათლება და სოციალური კამპანიები და მეორეს მხრივ  თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს არი კამერები, სექციური რადარები და სხვა  რასაც ვხედავთ, რომ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება შემდგომ გამოწვევებს ჩვენ მზად თანამშრომლობისთვის რომ სწორად და ეფექტიანად დაიგეგმოს  ყველა ის ღონისძიება რაც შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს ჩვენ გზებზე“, - განაცხადა მესიხიშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics