15:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 12:37:19, 1698 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა დევნილთა კიდევ ერთ დასახლებაში მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

N20 ბ და გ კორპუსებთან მოეწყო გრუნტის დამჭერი კედლები, ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ ერთ დასახლებაში დავასრულეთ, სადაც გზის რეაბილიტაციამდე სანიაღვრე ქსელიც მოვაწყეთ. ამ მისამართზე, ძირითადად, დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. ვცდილობთ, ყველა ასეთ დასახლებაში ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 193 226 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics