|
2019-04-16 09:32:57, 2933 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: ჩვენ ერთად აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს
„ჩვენ ერთად აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ემანუელ მაკრონმა პარიზის საკათედრო ტაძრის აღდგენის პირობა დადო და სპეციალურ ფონდში თანხის მობილიზება დაანონსა. „ნორტ-დამი არის ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი სულის ნაწილი. ადგილი, სადაც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ომები, ეპიდემიები თუ გათავისუფლება მიმდინარეობდა. ის ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრს წარმოადგენს. ნოტრ-დამი იწვის და მე ვიცი, რა მწუხარებას და მღელვარებას განიცდის ახლა ბევრი ჩვენი თანამემამულე. თუმცა, დღეს მინდა ასევე ვისაუბრო იმედზე. მოდით ვიამაყოთ, რომ 800 წლის წინ ეს ტაძარი ავაშენეთ და საუკუნეების მანძილზე ის გაფართოვდა და გაუმჯობესდა. დღეს მე დარწმუნებით ვაცხადებ, ჩვენ ერთად აღვადგენთ ნოტრ-დამს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)