|
2019-04-16 09:30:57, 3319 ნახვა
მსოფლიო
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ავრცელებს. ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცეცხლის კერების ნარჩენებს და ვაგრილებთ შენობის ცხელ ნაწილებს, მათ შორის კარკასს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხანძარი არ განახლდება“, - განაცხადა საფრანგეთის სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა, გაბრიელ პლიუსმა. მეხანძრეებს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდათ. შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)