|
2019-04-13 12:27:05, 3164 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა V საარტილერიო ბრიგადაში სამხედროების საცხოვრებელი პირობები მოინახულეს. მათ სამედიცინო პუნქტი, ყაზარმები, სასადილო და ყველა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ. V საარტილერიო ბრიგადაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 90-მდე სამხედრო გადის. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ 6 თვეში ერთხელ, ღია კარის დღეების ფარგლებში, ადგილზე გაეცნონ კვების, საყოფაცხოვრებო და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა სპეციალურად გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღებაც დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახური, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შდეგად, განახლებული ფორმით ფუნქციონირებს. ახალი სისტემით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, საკონტრაქტო მოსამსახურეების ანალოგიურად, 10 კვირიან სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს გადიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობით სარგებლობენ. გაიზარდა წვევამდელების ყოველთვიური ანაზღაურებაც.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)