12:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 16:10:45, 2048 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავთ

პროფესიული გადამზადების პროგრამა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი იყო ერთ-ერთი  ძირითადი მიმართულება იმ საკითხებს შორის,  რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ბოლნისში ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი,  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

 გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთა განვითარებაც, მისი შეფასებით, პრიორიტეტულია ქვემო ქართლის რეგიონისთვის. ამ ჩამონათვალში მინისტრმა  გამოყო სამი მთავარი მიმართულება - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. „მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ რეგიონის უკეთესი განვითარებისთვის, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ამ სექტორებში, ასევე ვხედავთ გამოწვევებსაც. ვგეგმავთ, რომ რეგიონში ჩამოვიყვანოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ, მცირე და საშუალო ბიზნესს კონსულტაციას გაუწევენ კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების კუთხით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 მისი თქმით, კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, არის ტურიზმი. „ სახელმწიფო აქტიურად  შეუწყობს ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც ამ სექტორში განახორციელებენ ინვესტიციებს და გახსნიან ახალ სასტუმროებს. გარდა ამისა, აშენდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 ბოლნისში მინისტრთან გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics