|
2019-04-12 12:24:53, 2531 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენას „ASDA 2019“ დაესწრო
ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენას - ASDA 2019 დაესწრო. ლევან იზორიამ პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების მიერ წარმოებული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი, უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საშუალებები დაათვალიერა და მათ შესაძლებლობებს კომპანიის წარმომადგენლებისგან უშუალოდ გაეცნო. ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის მე-5 გამოფენა ქალაქ სპლიტში, ლორას საზღვაო ბაზასთან მდებარე სივრცემ - Spaladium Arena უმაპისპინძლა. წელს გამოფენაზე მსოფლიოს 25 ქვეყნის 159 კომპანია იყო წარმოდგენილი. ASDA 2019-ზე დასასწრებად ქალაქ სპლიტს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, საჰაერო და საზღვაო ძალების სამხედრო მაღალჩინოსნები, პოლიციის, ჯანდაცვისა და სამაშველო ქვედანაყოფების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)