|
2019-04-10 18:19:32, 1589 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კონფერენცია „სამხრეთ კავკასიაში ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მცდელობების გაზრდა“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებმა რომლებმაც სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე, განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. ღონისძიება „LINKS“-ისა და „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერითა ჩატარდა. კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „LINKS“-ის აღმასრულებელი დირექტორი დენის სამუტი, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს კონფერენციაზე მოწვევისთვის და ასევე „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებს მრავალი წლის განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება და ტერიტორია ნაღმებისგან სრულად გაიწმინდება. ღონისძიება „სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.
(NS)
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)