|
2019-04-10 17:07:40, 1432 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდაზე მრავალბინიანი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
მთაწმინდაზე, უკლებას ქ. N3-სა და წავკისის ქ. N7-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან, ჯამში, 238 ათასი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს, რომლის ფარგლებში შენობების კონსტრუქციული ელემენტები მაგრდება, რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილესთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე, საცხოვრებელ სახლებზე ლენტური საძირკვლის გამაგრება მიმდინარეობს, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები. შენობების საძირკველში ატმოსფერული ნალექის ჩადინების თავიდან აცილების მიზნით კი წყალსარინელი დამონტაჟდა. საძირკველისა და მზიდი კედლების გამაგრების სამუშაოები აღნიშნულ შენობებზე ივნისში დასრულდება. ამ დროისთვის, მთაწმინდაზე კიდევ ოთხი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.
(NS)
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)