13:20 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 19:37:49, 1388 ნახვა

საზოგადოება
9 აპრილის დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება იმართებოდა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები და გვარები ამოიკითხა. არკადი ჭოველიძის თქმით, პრეზიდენტს თამარ ჭოველიძის ხსენება გამორჩა.

„როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე და წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა... ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ და მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დამიძახეს. მე ვინ ვარ, არავინ ვარ ცხოვრებაში, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა, ვინ არის ეგ. მე რა ვიცი, რატომ არ ახსენა აბა?! რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა“, - აღნიშნა ჭოველიძის მამამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics