|
2019-04-09 13:22:05, 3055 ნახვა
მსოფლიო
სტრასბურგმა რუსეთს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისთვის დაახლოებით 23 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ალექსეი ნავალნი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს: „ახლახანს ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის შინაპატიმრობა, რომელშიც 2014 წელს ვიმყოფებოდი, უკანონო იყო. დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის შემდეგი პუნქტები: მე-5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), მე-10 (აზრის გამოხატვის თავისუფლება), მე-18 (პოლიტიკური მოტივი). ვულოცავ ჩვენი იურისტების ჯგუფს და ყველა სამართლიან ადამიანს, ვინც მხარს გვიჭერდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ყველა იმ ადამიანზე რუსეთში, რომლებიც ასეთი უსამართლობის მსხვერპლნი არიან“, - წერს ნავალნი. გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა სასამართლოს გვერდზეც გამოქვეყნდა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსიოპოზიციონერი 20 ათას ევროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, კიდევ 2,7 ათას ევროს კი, სასამართლო ხარჯების დასაფარად მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნი კომპენსაციის სახით 100 ათას ევროს ითხოვდა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ნავალნის დევნა მისი პოლიტიკური აქტივობებით იყო განპირობებული და შინაპატიმრობაში მას საზოგადოებრივი აქტივობის შეზღუდვის მიზნით ამყოფებდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)