12:24 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 10:41:22, 1145 ნახვა

საზოგადოება
შსს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მაგირუსისგან“ 30 ახალ სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ‘’მაგირუსისგან’’ 30 ახალ სახანძრო-სამაშველო ავტომანქანას შეიძენს.

გერმანული კომპანიის წარმოებული 25 მანქანა თბილისში 2019 წლის ბოლოს, 5 კი 2020 წლის დასაწყისში შემოვა, რითაც სრულად განახლდება თბილისის სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი.

პროექტის ფარგლებში, თბილისის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების ავტომანქანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. ავტომანქანების ტენდერის გზით შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თანამშრომლობის მემურანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრივილმა და კომპანია ‘’მაგირუსის’’ გაყიდვების მენეჯერმა ამიერკავკასიაში, ვილჰელმ ტიტკემ მოაწერეს.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics