11:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 10:24:13, 1816 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა

საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“  მონაწილეებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა.

„2016 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია (2017-2020 წწ) შეიმუშავა და განხორციელება მიღებული გეგმის მიხედვით დაიწყო. დღეს, ჩვენ ვმსჯელობთ ახალი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც  უფრო გრძელვადიანი იქნება და იმ გამოცდილებას ასახავს, რაც ამ წლებში დაგვიგროვდა. სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ყველასთვის თანაბრად, განვითარება იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს სოფლად მცხოვრები მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის, განსხვავების აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ. მომავალი შვიდი წლის პრიორიტეტული მიმართულებები ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება, შენახვა, მარკეტინგი, მიწოდება, აგროტურიზმი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ა.შ. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, პოლიტიკის შემუშავებისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა  საქართველოში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გამოყენების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს.  

კონფერენცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. 

საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ გამართულ ღონისძიებას ქართველი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics