|
2019-04-08 16:49:11, 2830 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო: მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მას და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საერთო მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავდათ, - ამის შესახებ ლუკაშენკომ თურქეულ გამოცემა Anadolu-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ პეტრო პოროშენკო გაიმარჯვებს. "მაინც იმისკენ ვიხრები, რომ უკრაინში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი ლიდერი, პეტრო პოროშენკო გაიმარჯვებს. არ დავიწყებ ანალიტიკოსობას და ორი კანდიდატის ერთმანეთთან შედარებას. ერთს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მეორე კი მხოლოდ კინოში მინახავს. ერთ რამეს გეტყვით: მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი. როცა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო და არჩევნებს ატარებდა, მან ჯერ კონსტიტუცია შეცვალა, მერე კიდევ რაღაცა და ხალხს ხუმრობა-თამაშები დაუწყო. ამ ყველაფრის გამო, მას საქართველს დატოვება და სხვა ქვეყნებში მიმალვა მოუწია. იმისათვის, რომ პოროშენკოს სახურავზე აძრომა და იქიდან უკრაინელებისთვის დახმარების თხოვნა არ მოუწიოს, რომ დაიცვან, ის ყველაფერს გააკეთებს. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობამ მას მხარი დაუჭიროს", - განაცხადა ლუკაშენკომ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)