12:23 - 23 Jul, 2026
|
2019-04-08 14:47:37, 1483 ნახვა
საზოგადოება
საგარეო - მალტაში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა
მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მანამდე ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ მალტაში უცხო პირი 3 მიგრანტს თავს დაესხა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, დაშავდა. Malta Today წერდა, რომ დაშავებულებიდან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას გავრცელების შემდეგ, "ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. იმ დროისთვის უწყება ვერ ადასტურებდა, რომ სროლის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქე იყო.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)