|
2019-04-08 12:07:05, 3125 ნახვა
მსოფლიო
მალტაში მომხდარი სროლის დეტალებზე, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, ადგილობრივი მედია წერს
მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა, ადგილობრივი მედია დეტალებს ავრცელებს. სააგენტო MaltaToday იტყობინება, რომ შემთხვევა შაბათს ღამე მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება ორმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა. მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს 45 წლის მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით მიიმალა. მანამდე მან 3 მიგრანტს ცეცხლი გაუხსნა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე მომხდარიყო. ამ ეტაპზე პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად "ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს კონსული ადგილობრივ სამართლადამცავებთან მუდმივ კავშირზეა. ამასთან დაჭრილი პირის იდენტიფიცირება ჯერ არ დასრულება და დაზუსტებით იმის თქმა, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე შეუძლებელია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)