11:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 14:50:56, 1774 ნახვა

კომენტარი
პრემიერი მხარდამჭერებს - გპირდებით, ზუგდიდში იქნება ყველაზე თანამედროვე სკოლები, ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

მან ზუგდიდის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ქალაქში ყველაზე თანამედროვე სკოლები, ბაღები, უმღლესი სასწავლებლები და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები იქნება.

„რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ჩვენი ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება, დავძლიოთ ჩვენი სამშობლოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ეროვნული იდეა არის განათლება, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემენ ზუგდიდში. გპირდებით, სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლებას უკავშირდება“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics