|
2015-06-24 09:23:17, 503 ნახვა
საზოგადოება
კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემებს აქვეყნებს
22 ივნისის 19:00 საათიდან დღემდე, სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 21 გამოძახება შევიდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია - 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი. ამ დროისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი. „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ჯგუფის მიერ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ორი ერთეული თხევადი ქლორის სპეციალური კონტეინერი და შემდგომი უტილიზაციის მიზნით გადატანილი იქნა უსაფრთხო ადგილას. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში სამძებრო სამუშაოები განახორციელეს. ურთულეს სამუშაო პირობებში განხორციელდა 900-მეტრიანი გვირაბის დეტალური დათვალიერება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაშველებმა გვირაბში აღმოაჩინეს ორი ავტომობილი. 22 ივნისის 19:00 საათიდან ამ დრომდე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შევიდა 21 გამოძახება სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. ყველა შეტყობინებაზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა, არცერთი არ დადასტურდა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს. აქტიურიად მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე. მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს: თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 11 თვითმცლელი, 4 ექსკავატორი, 1 დამტვირთველი, 1 დამტკეპნი მანქანა, 1 წყალმზიდი; „კომპანია Caucasus Road Project ჯგუფის“ კუთვნილი 3 ექსკავატორი, 8 თვითმცლელი; მელიორაციის სამსახურის 4 ექსკავატორი, 11 თვითმცლელი; შპს „აკორდის“ 10 თვითმცლელი; „საქენერგოპროს“ - 1 თვითმცლელი და შპს „მშენებელის“ 1 თვითმცლელი; ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს: 1 ექსკავატორი, 7 თვითმცლელი, 1 წყალმზიდი, 1 ამწე; სვანიძის ქუჩაზე მუშაობს: 6 თვითმცლელი, 1 ექსკავატორი; წყნეთის ქუჩაზე გრძელდება 120 მეტრის სიგრძისა და 8 მეტრის სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობა. საყრდენი კედელისთვის საჭიროა 140 ხიმინჯის აგება - ამ დროსთვის მზადაა 24 ხიმინჯი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად: 1. ინფექციის გავრცელების და საწარმოო ტრავმის რისკების მინიმუმამდე დაყვანა (მოხალისეები გადანაწილებულნი არიან იმ ტერიტორიებზე, სადაც ინფექციის გავრცელების და საწარმოო ტრავმის რისკები მინიმალურია). 2. ვაქცინაცია. დღევანდელი მონაცემებით, ტეტანუსის აცრა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2 000-მდე პირმა გაიკეთა. “თბილწყალკანალის“ და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მკაცრად კონტროლდება სასმელი წყლის ხარისხი. 13 ივნისის შემდეგ სასმელი წყლის დაბინძურების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ამ დროისთვის კლინიკებს მიმართა სტიქიით დაზარალებულმა 50 პაციენტმა. მათგან 4 ჯერ კიდევ გადის სტაციონარულ მკურნალობას. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- ნათქვამია კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)