|
2019-04-06 10:49:15, 2797 ნახვა
მსოფლიო
Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ისევ გასაჯაროვდა
Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ისევ გასაჯაროვდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებელის მონაცემები Amazon-ის საჯარო სერვერებზე აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ 540 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები Amazon-ის სერვერებზე ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული. მედიის ცნობით, მომხდარს Facebook-ის წარმომადგენელი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირადი მონაცემები Amazon-ის სერვერებიდან უკვე წაშალეს. BBC იტყობინება, რომ სერვერებზე მომხმარებელთა ორი განსხვავებული ჯგუფის პერსონალური ინფორმაცია განთავსდა. პირველი დაკავშირებულია მექსიკურ მედია კომპანისთან Cultura Colectiva-სთან. საუბარია ისეთი სახის მონაცემებზე, როგორიცაა, მომხმარებლის კომენტარებზე, სახელებზე, მოწონებებზე და აგრეთვე Facebook-ის მისამართებზე. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ის Facebook-ის ერთ-ერთ აპლიკაციას უკავშირდება, რომელმაც სერვერებზე შიფრის გარეშე 22 ათასი მომხმარებლის პაროლები განათავსა. ცნობისთვის, პერსონალური მონაცემბის დაცვასთან Facebook-ს პრობლემები არა ერთხელ შექმნია. სოცქსელმა გასულ თვეს შიდა სისტემაშიც აღმოაჩინა ხარვეზი, რომელიც თანამშრომლებს მომხმარებლების ანგარიშების მილიონობით მომხმარებელზე წვდომას აძლევდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)