11:29 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 17:00:16, 1470 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 5-6 აპრილს +17+22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 7 აპრილიდან +21,+26 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 6 აპრილს, დღის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics