11:29 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 16:43:56, 1281 ნახვა

საზოგადოება
ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

ტოკიოს მეტროსადგურში „Tennozu Isle" ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან „Terrada Warehouse" მისასვლელს, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო"  10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

სადგური მდებარეობს კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთა ნაკადს აღნიშნულ სადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.

სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო", სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო", რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო" არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან  პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics