|
2019-04-05 13:14:15, 1488 ნახვა
პოლიტიკა
„გაბედეთ და გვითხარით, რომ ფეხებზე გკიდიათ მიღებული კანონი“ - პარლამენტში კობა გვენეტაძის მოსმენა ხმაურით დაიწყო
პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს, ხმაურით დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სებ-ის პრეზიდენტის პლენარულ სხდომაზე მიწვევის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მათ აღნიშნეს, რომ კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე უნდა მისულიყო. „ბატონო კობა, თქვენ დღეს მობრძანდით პლენარულ სხდომაზე, მაგრამ იცით, რომ არსებობს „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა, მოსულიყავით კომიტეტზე. სანამ ანგარიშს დაიწყებთ გვიპასუხეთ, აპირებთ რომ მობრძანდეთ კომიტეტზე როგორც ეს რეგლამენტით არის გათვალისწინებული, თუ აპირებთ რომ დღეს აქ გამოხვიდეთ და ამით დაასრულოთ ეს ურთიერთობა. თქვენი ვალდებულებაა, ახალი რეგლამენტით, რომლითაც უმრავლესობა ამაყობს, მობრძანებულიყავით კომიტეტის სხდომაზე“, - მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა სებ-ის პრეზიდენტს. სხდომაზე უკმაყოფილება მისმა თანაგუნდელმა, გიგა ბოკერიამაც გამოთქვა. „ბატონმა კობამ უნდა გვიპასუხოს კითხვებზე არა მხოლოდ ჩვენ, ოპოზიციას, არამედ ყველას. თქვენ კანონზე მაღლა აყენებთ თავს ბატონო კობა ? პირდაპირ უთხარით ამ ხალხს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უბრალოდ ფეხებზე გკიდიათ ჩვენ მიერ მიღებული კანონის მოთხოვნები, როცა ეს შეგეხებათ თქვენ. გაბედეთ და გვითხარით“, - მიმართა ბოკერიამ გვენეტაძეს. ოპოზიციის განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. „რეალურად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევის მიზანი პარლამენტში, კომიტეტზე იქნება ეს თუ პლენარულზე, არის ის, რომ პასუხები მივისმინოთ კითხვებზე, რომელიც არსებობს. კომიტეტს გავიგე რომ აინტერესებს ამის მოსმენა მაგრამ ყველას გვაინტერესებს, პლენარულ სხდომაზე ყველა დეპუტატს აინტერესებს, რომ მოისმინოს ამ კითხვებზე პასუხები და ცალცალკე კომიტეტებზე უნდა მოვიყავნოთ ადამიანი თუ პლენარულზე უნდა მოვიდეს. ცოტა პოლიტიკურად შეხედეთ ამ საკითხს. არ გაქვთ ალბათ კითხვები და რაღაც სხვა მიზანი გაქვთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, კობა გვენეტაძე დღეს პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის და დებატების ფორმატში გაგრძელდება.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)