10:42 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 13:49:02, 1196 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია თავდაცვის სამინიტროში კორუფციის არსებობას გამორიცხავს

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მტკიცებით, უწყებაში კორუფციას არსებობა გამორიცხულია. 

როგორც იზორიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, იმ დეპუტატებს, რომლებიც მას და მის უწყებას კორუფციაში ადანაშაულებენ, მოუწევთ ამ ბრალდებების ფაქტებით გამყარება.

„ეს არის აბსურდი და ტყუილი. ეს არის არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული განცხადებები, რომელიც უნდა ვამხილო დღეს და ძალიან მაინტერესებს ფართო საზოგადოებამაც გაიგოს  რა კონკრეტულ ინფორმაციას, ფაქტს ეფუძნება ვფიქრობ სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომლებსაც ამბიცია  აქვს ხალხს მიაწოდოს ობიექტური  ინფორმაცია და ზოგს ამბიცია აქვს, რომ აქ იყოს ხალხის სახელით წარმოდგენილი. ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით მოვუსმენ ამ ე.წ. კორუფციის ფაქტებს.  თქვენ საუბრობთ სახელფასო  ბარათების გამოყენებაზე, რომელიც დაიწყო ჩემს მინისტრობამდე და რომელიც გამოვავლინეთ. ეს ფაქტები  არის კორუფციის გამოვლენის ფაქტები, კორუფციასთან ბრძოლის ფაქტები რომლესაც ყველამ ხელი უნდა შეუწყოს", - განაცხადა ლევან იზორიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics