09:35 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 12:41:39, 1058 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას 70 ათას ლარამდე გაზრდის

დედაქალაქის მერია „ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში“, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თითოეულ პაციენტს 60 ათასის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ოპერაციის დაფინანსება მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ერთი წლის განმავლობაში, მერიამ უკვე ათი პაციენტი დააფინანსა.

„დედაქალაქის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 60 ათასი ლარით აფინანსებს. ეს ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომლის განხორციელებაც ერთი წლის წინ დავიწყეთ. საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა - დაახლოებით, 120 000-ლარიანი და ჩვენ ნახევარს, 60 ათას ლარს ვაფინანსებთ. დღეიდან კი ცვლილება შემოგვაქვს და კიდევ 10 000 ლარს ვამატებთ. ანუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 70 000 ლარით დაფინანსდება. გასულ წელს აღნიშნული პროგრამით ათი ოპერაცია დავაფინანსეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დაფინანსებას ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში არიან რეგისტრირებულნი.

„ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს, თუმცა ვისურვებდი, რომ არავის არასდროს დასჭირდეს მსგავსი ტიპის ოპერაცია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, რომ ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics