|
2019-04-01 16:18:52, 3369 ნახვა
მსოფლიო
Star News: ინგუშეთში, რუსი სამხედროები მოქალაქეებს აშინებენ - პუტინმა დამატებითი ძალები გაგზავნა
ინგუშეთში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ რამდენიმე თვის წინ გაგზავნილმა სამხედროებმა, მოქალაქეების დაშინება დაიწყეს, - ამის შესახებ Star News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსი სამხედროები მოქალაქეების სახლებში რეიდებს აწყობენ. ხსენებული ფაქტები ქალაქ ნაზრანში დაფიქსირდა. მედიის ცნობით, სამხედროები და სპეცსამსახურები იმ მოქალაქეების სახლებში ახორციელებენ ჩხრეკას, სადაც იარაღის არსებობის შესახებ აქვთ ინფორმაცია. Star News-ი იტყობინება, რომ რუსული გვარდია ბრალდებებს უარჰყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ რეიდები დაგეგმილია და კანონს არ ეწინააღმდეგება. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინგუშეთში დაძაბული ვითარებაა. ადგილობრივი მოსახლეობა ჩეჩნეთისთვის ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებს, სადაც ნავთობის მოპოვება ხდება. რამდენიმე ქალაქი ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მას შემდეგ რაც მათ მიტინგები დაიწყეს, პუტინის მიერ გამოგზავნილი სამხედროები მათ ავიწროებენ და სახლებში უკანონო ჩხრეკას ახორციელებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)