|
2019-03-29 18:45:20, 3256 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: უკეთესი განათლება მაქვს, ვიდრე ლიბერალებს, უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე ისინი, მე პრეზიდენტი ვარ, ისინი - არა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ მიიჩნევენ თავიანთ თავს ელიტად ლიბერალები, რომლებიც მას მუდმივად უპირსპირდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას Newsweek ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადება მიჩინგანში გამართულ წინასაარჩევნო ყრილობაზე გააკეთა. "ყოველთვის ვისმენ სიტყვა ელიტას. ყოველთვის ვამბობ - "ისინი ელიტა არიან, მე არა". მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე ისინი [ლიბერალები], მე უკეთეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დავდიოდი, ვიდრე ისინი, მათზე უკეთესი სახლები მაქვს, მათზე განათლებული ვარ. ყველაფერი მათზე უკეთესი მაქვს. მე პრეზიდენტი ვარ, ხოლო ისინი არა. ამის მერე ისევ ამბობენ - ელიტა, ელიტა", - განაცხადა ტრამპმა. მან ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი [მისი მხარდამჭერები] არიან ელიტა. "ისინი [ლიბერალები] არ არიან ელიტა. ელიტა ხართ თქვენ, ელიტა ვართ ჩვენ. თქვენ უფრო ჭკვიანები და ლოიალურები ხართ", - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)