19:18 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 18:35:15, 1597 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში მშენებლობის ახალი ტალღა იწყება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ სხდომა აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე და რეგიონის განვითარების კონკრეტულ გეგმებზე საუბრით გახსნა. 

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში აღმშენებლობის ახალი ტალღა იწყება და ის ამბიციური გეგმა, რომელიც ეხება რეგიონში ინფრასტრუქტურას, ეკონომიკის სისტემურ რეფორმას, დასაქმებას და სხვა შესაძლებლობების შექმნას იქნება უპირობოდ, ძალიან კეთილსინდისიერად განხორციელებული. ისე, რომ არცერთი ადამიანის ღირსება და საკუთრება არ შეილახება.

,,ჩვენ ყველამ ერთად საფუძველი ჩავუყარეთ ადგილობრივი ეკონომიკის აღმშენებლობის ახალ ტალღას. დავიწყეთ მწვანე ქალაქის პროექტის განხორციელება, ეს იქნება ქალაქი ქალაქში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით. ეს არის აჭარის ისტორიაშია უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ქობულეთი გახდეს მარგალიტი შავიზღვისპირეთში და ადგილზე დასაქმდეს 500 ადამიანი. 

ჩვენ გვაქვს ძალიან ზუსტი გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ორი წლის განმავლობაში ინვესტიციების გაოთხმაგება და ახალი პროექტების პორთფელი ავიყვანოთ ორ მილიარდ ლარზე. ეს კონკრეტული, ეკონომიკური ხედვა, მოგვცემს საშუალებას რეგიონში დასაქმების პრობლემა შევამციროთ 1/3-ით და ინვესტიციების მოცულობა გავზარდოთ 4-ჯერ. საჯარო და კერძო ინტერესი იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული  და მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს.

ასე რომ, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სიახლეები და მიუხედავად ძალიან ბევრი მითისა, შევძლებთ ჩვენი გეგმები კეთილსინდისიერად შევასრულოთ, ისე, რომ არცერთი ადამიანის ღირსებას და საკუთრებას არ შევეხოთ. ეს არის ჩვენი ხელწერა'', - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

მთავრობის სხდომას აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics