|
2015-06-23 11:03:42, 1476 ნახვა
მსოფლიო
ერევანში მიმდინარე აქციაზე 240-მდე ადამიანი დააკავეს
ერევანის ცენტრში მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 240-მდე აქტივისტი დააკავეს. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, 7-მა დემონსტრანტმა და 11-მა პოლიციელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, რამდენიმე მათგანი კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენა. ამასთან, სამართალდამცველებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მისასვლელი გზა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს მასთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცეს. დემონსტრანტები პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ერევანის ცენტრში ბაგრამიანის გამზირზე 19 ივნისიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ახალი ტარიფი ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)