|
2019-03-29 13:12:25, 1446 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში უკანონო შემოსავლის ძირითადი ნაწილი საბანკო თაღლითობას და კიბერდანაშაულს უკავშირდება
სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართელოში არსებული მდგომარეობას, რომელიც ფულის გათეთრებას, ფინანსურ დანაშაულს და ნარკოტიკებით ვაჭრობას შეეხება. ანგარიშის თანახმად, საქართველოში არაკანონიერი შემოსავლის ძირითადი ნაწილი კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას, საბანკო თაღლითობას, ნარკოტიკებით ვაჭრობას და კორუფციას უკავშირდება. „არსებობს ნარკოტიკების გასაღების ადგილობრივი ბაზარი, ასევე, ნარკოტიკების ტრანზიტი ხორცილედება საქართველოს ტერიტორიის გავლით. რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ- ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიას, საქართველოს მთავრობა ვერ აკონტორლებს და აღნიშნული ტერიტორიები, მონიტორინგის გარეშეა დარჩენილი. ქართველმა სამართალდამცველებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გთეთრების კავშირების დადგენაზე. მათ უნდა შეიმუშაონ ერთგვარი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ორგანებს შორის, ხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა მოხდება. გარდა ამისა, კიდევ ერთ პრობლემას ნარკოტრაფიკი წარმოადგენს, რომელსაც კურირებენ ორგანიზებულ-კრიმინალური დაჯგუფებები. ასევე პრობლემას ქმნის კიბერ-დანაშაული, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველო საბანკო ინსტიტუტები. თაღლითური სქემის მიხედვით თანხების გადარიცხვისთვის გამოიყენება. ხშირ შემთხვევაში, ეს შესაძლებელია ყალბი დოკუმენტების ან სავაჭრტო ინფორმაციის გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)