10:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 10:54:15, 1930 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ენერგოეფექტური მშენებლობა“ გაიმართა

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ენერგოეფექტური მშენებლობა" გაიმართა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა დავით გიგინეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია უძრავი ქონების ჰაბის „Property Georgia" (www.propertygeorgia.ge), პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების საინვესტიციო საბჭო - საქართველოსა და ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრის C4IBS ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, აგრეთვე ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF).

თავის მოხსენებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა დავით გიგინეიშვილმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტზე „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი, აგრეთვე კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე - ეროვნულ მეთოდოლოგიასა და შენობებში ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. დავით გიგინეიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ სხვა ნორმატიული აქტებიც ამოქმედდება. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის მიღება საქართველოს ვალდებულებაა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ, ამავე დროს, მშენებლობის სექტორში ახალი ენერგოეფექტურობის ნორმების ამოქმედება პოზიტიურად აისახება როგორც უშუალოდ მშენებლობის ხარისხზე, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეამცირებს აღნიშნული შენობების ექსპლუატაციის ხარჯებს.

კონფერენციაზე მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს შენობების სერტიფიცირების მოდელებზე და ასევე გზებზე, თუ როგორ აშენდეს ენერგოეფექტური შენობები და როგორ იქცეს ძველი მშენებლობები ენერგოეფექტურად.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics