|
2019-03-27 17:44:12, 3306 ნახვა
მსოფლიო
„ტრამპმა ისრაელს გოლანის მაღლობები გადასცა, ეს კი, ჩვენი პასუხია“ - ერდოღანი აია-სოფიას მეჩეთად გადააკეთებს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძრის სტატუსი ქვეყანაში 31 მარტს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე პასუხია. ერდოღანის განმარტებით, ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა, რაც მიუღებელია. "ტრამ, ვის მიწას აძლევ ისრაელს?! გაერო-ს 1967 წლის რეზოლუციის თანახმად, ეს ტერიტორია სირიას ეკუთვნის. როგორც შეგიძლია გოლანის მაღლობები ისრაელს მისცე და გაეროს რეზოლუცია უგულებელყო?! ევროკავშირი ამას არ ეთანხმება და არც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია. როგორ შეიძლება ასე მოქცევა?! მუნიციპალური არჩევნების შემდეგ აია-სოფიას ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ. ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია, გოლანის მაღლობებს ისრაელს აძლევს - ამაზე პასუხს თურქეთიდან მიიღებს, რადგან ჩვენ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის დროებითი თავმჯდომარე ქვეყანა ვართ ", - განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, აია-სოფიას ტაძარი ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)