03:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 19:06:28, 1461 ნახვა

სამართალი
სადახლოზე, სარფსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

14-24 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, "სარფი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის, საქარველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, დ.ლ.-ს, მ.ჯ.-სა და ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (23 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი (0.17 გრამი) გამოვლინდა. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლების 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics